დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N23 დადგენილებით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.152.016154 |
|
| მუხლი 1 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №23 დადგენილებაში -„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“ (სსმ. 19/06/2013. ს/კ010260020.35.152.016129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ეს დებულება, გარდა მისი მე-7, მე-12 მუხლებისა, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ძალაშია გამოქვყნებისთანავე. 2. ამ დებულების მე-7, მე-12 მუხლები და 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. 3. ამ დადგენილების 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.“ 2. დებულების 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის რეორგანიზაცია განხორციელდეს ამ დებულების მე-7 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული სტუქტურის შესაბამისად, არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.“ 3. დებულების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“ 4. დებულების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულია: ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.635; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №26 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.636; გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.640; გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბერის №50 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.016.014; დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №34 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.644; ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის ჯანმრთელობისა და ცოცილური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.643 ; ვ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილება ს/კ010.260.020.35.152.000.642 ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის №52 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.016.016 ; თ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №31 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.641; ი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №28 დადგენილება ს/კ010.260020.35.152.000.638 ; კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №27 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.637; ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №35 დადგენილება ს/კ 010.260.020.35.152.000.645“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები