დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016212 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში (სსმ, 100020020.22.038.016052, 03/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს დაწესებულების სტრუქტურის, შტატებისა და მუშაობის ორგანიზების შესახებ, აგრეთვე, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (დეპარტამენტის თავმჯდომარის კომპეტენციის ფარგლებში) და მათთვის პრემიის დანიშვნის შესახებ;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;“; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეები 1. დაწესებულების დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, დაწესებულების დირექტორის წარდგინებით. 2. დაწესებულების დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს დაწესებულების დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები. 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეები კანონომდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ დაწესებულების დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“; დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაწესებულებას ჰყავს უფროსი ინსპექტორი (იურისტი).“; ე) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს 161 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. იურისტი იურისტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთვის მიწოდება; დ) დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება.“; ვ) 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.“; ზ) 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ხდება არა უმეტეს 30 დღის ვადისა, დაწესებულების დირექტორის მიერ, ხოლო ოპერატიულ შემთხვევებში - დირექტორის მოსვლამდე,დირექტორის მიერ უფლებამოსილი მოადგილის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.“; თ) დანართი №1-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.“; ი) დანართი №1-ის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, დაშლილ მდგომარეობაში ან/და კუსტარულად დამზადებული ერთჯერადი სამართებელი გადაკეთებული მჩხვლეტავ ან ბასრ საგნად.“; კ) დანართი №1-ის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. ლ) დანართი №1-ის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. კომპასები.“; მ) დანართი №1-ის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.“; ნ) დანართი №21-ის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).“; ო) დანართი №21-ის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.“; პ) დანართი №21-ის დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი: „21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).“. 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს დაწესებულების სტრუქტურის, შტატებისა და მუშაობის ორგანიზების შესახებ, აგრეთვე, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების (დეპარტამენტის თავმჯდომარის კომპეტენციის ფარგლებში) და მათთვის პრემიის დანიშვნის შესახებ;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;“; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეები 1. დაწესებულების დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, დაწესებულების დირექტორის წარდგინებით. 2. დაწესებულების დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს დაწესებულების დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები. 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეები კანონომდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ დაწესებულების დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“; დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაწესებულებას ჰყავს უფროსი ინსპექტორი (იურისტი).“; ე) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს 161 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. იურისტი იურისტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთვის მიწოდება; დ) დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ)დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება.“; ვ) 36-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა , ხოლო წახალისების ფორმით , საკუთარი ხარჯით – ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა. 5. დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით , საკუთარი ხარჯით – ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა.“; ზ) 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველ კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.“; თ) 69-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსჯავრდებულის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ხდება არა უმეტეს 30 დღის ვადისა დაწესებულების დირექტორის მიერ, ხოლო ოპერატიულ შემთხვევებში - დირექტორის მოსვლამდე დირექტორის მიერ უფლებამოსილი მოადგილის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.“; ი) 89-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა. 9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.“; კ) 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;“; ლ)დანართი №1-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ 4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.“; მ) დანართი №1-ის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, დაშლილ მდგომარეობაში ან/და კუსტარულად დამზადებული ერთჯერადი სამართებელი გადაკეთებული მჩხვლეტავ ან ბასრ საგნად.“; მ) დანართი №1-ის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“. ნ) დანართი №1-ის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. კომპასები.“; ო) დანართი №1-ის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.“; პ) დანართი №21-ის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).“; ჟ) დანართი №21-ის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.“; რ) დანართი №21-ის დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი: „21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).“. 3. მე-3 მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაწესებულების ადმინისტრაცია 1. დაწესებულების ადმინისტრაცია წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ანალოგს და მასზე ვრცელდება „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით“ დადგენილი ნორმები. 2. დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი განყოფილებები: ა) არასრულწლოვანთა საპატიმრო განყოფილება; ბ) არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება; გ) პატიმრობის განყოფილება; დ) ნახევრად ღია და დახურული ტიპის განყოფილება; ე) ნახევრად ღია ტიპის განყოფილება; ვ) დახურული ტიპის განყოფილება.“. 4. მე-4 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები არიან სამკურნალო დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), მისი მოადგილეები, მთავარი ექიმი და მთავარი ექიმის მოადგილე.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, იმ მოსამსახურეთა პრემირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;“; გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მოადგილისა და მთავარი ექიმის ერთობლივი წარდგინებით, ამტკიცებს სამკურნალო დაწესებულების დღის განრიგს. დღის განრიგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებას;“; ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილეები 1. სამკურნალო დაწესებულების დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით. 2. დირექტორის ერთ ერთი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. დირექტორის მოადგილეების დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულები. 4. დირექტორის მოადგილეები კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“; ვ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დაწესებულების ადმინისტრაციულ ნაწილს ჰყავს უფროსი ინსპექტორი (იურისტი).“; ზ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. იურისტი იურისტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთვის მიწოდება; დ) დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება.“. 5. მე-5 მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა ცენტრის ხელმძღვანელი პირები არიან ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), მისი მოადგილეები, აგრეთვე მთავარი ექიმი და მთავარი ექიმის მოადგილე.“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს ცენტრის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, იმ მოსამსახურეთა პრემირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;“; გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) დაწესებულების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებას;“; დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მოადგილისა და მთავარი ექიმის ერთობლივი წარდგინებით, ამტკიცებს ცენტრის დღის განრიგს. დღის განრიგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებას;“; ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ცენტრის დირექტორის მოადგილეები 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 2. დირექტორის ერთ ერთი მოადგილე, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. დირექტორის მოადგილეების დაქვემდებარებაში არიან ცენტრის ადმინისტრაციული ნაწილის სტრუქტურული ერთეულები. 4. დირექტორის მოადგილეები კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“; ვ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრის ადმინისტრაციულ ნაწილს ჰყავს უფროსი ინსპექტორი (იურისტი).“; ზ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. იურისტი იურისტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთვის მიწოდება; დ) დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა; ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები