ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
09/08/2013
ვებგვერდი, 16/08/2013
010250020.35.144.016122
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/08/2013 - 04/07/2014)

 

  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №19

2013 წლის 9 აგვისტო

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განესაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს თუნდაც ერთს არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა.

მუხლი 2
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან  შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:

ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) შეხვედრის თემატიკა.

მუხლი 3. გარდამავალი დებულებანი
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.


ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი