დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 323 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016060 |
|
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება, გარდა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტისა და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).“; ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების მე-2 პუნქტი და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან. გ) ბრძანების მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.“ |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები