დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201/3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016205 |
|
საქართველოს მთავრობა და ევროპის საბჭო (შემდგომში - მხარეები),
ითვალისწინებენ რა 2010 წლის 7 ივლისს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას CM / ReS (2010)5 ევროპის საბჭოს ოფისების სტატუსის შესახებ,
ითვალისწინებენ რა 1949 წლის 2 სექტემბერს პარიზში დადებული ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების დებულებებს (შემდგომში - GAPI), რომლის მონაწილეც არის საქართველო, |
თანხმდებიან შემდეგზე:
საქართველოს ხელისუფლებას ოფისის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ეძლევა მხოლოდ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ან ოფისის ხელმძღვანელის გამოხატული თანხმობის ან მოთხოვნის საფუძველზე. ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა ბუნებრივი სტიქიის შემთხვევაში ოფისის ხელმძღვანელის თანხმობა იგულისხმება.
a. არ ექვემდებარებიან საქართველოს სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ნორმებს. b. საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ მათ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად შესაბამის საცხოვრებელ ნებართვას მათი საქართველოში აკრედიტაციის პერიოდის განმავლობაში. 23. ევროპის საბჭოს სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდებიან და ატარებენ დიპლომატიურ სანომრე ნიშნებს და აქვთ შესაბამისი მესამე მხარის პასუხისმგებლობის დაზღვევა. 24. ოფისის თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილობრივ კანონებს და თავი შეიკავონ ოფისის მანდატით გაუთვალისწინებელი საქმიანობების განხორციელებისგან. 25. ადგილობრივი კონტრაქტორები და მომსახურების გამწევი პირები, რომლებთანაც ოფისს დადებული აქვს ხელშეკრულებები ექვემდებარებიან ადგილობრივ კანონმდებლობას და წესებს. 26. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები მხარეთა შორის შეთანხმებით. ასეთი ცვლილება ძალაში შევა წერილების გაცვლის საფუძველზე და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მთავრობისგან ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან. 27. მხარეთა შორის ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები მოგვარდება დიპლომატიური გზებით. 28. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი იდება ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ენა თანაბრად აუთენტურია. იგი ძალაში შედის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მთავრობისგან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან. იგი მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობში და განახლდება ყოველწლიურად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეტყობინებით ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლების შესახებ მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, რასაც მოყვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან სტრასბურგში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანხმობის წერილი, რომელიც გაეგზავნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 4 თვით ადრე. 29. თითოეულ მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რის შედეგადაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. 30. ძალაში შესვლამდე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოიყენება დროებით მხარეების მიერ წერილების გაცვლის შედეგად დადგენილი თარიღიდან, რაც მოყვება ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას. თუმცა, დროებითი მოქმედება შეწყდება იმავე წლის დეკემბრის თვის ბოლოს, თუ სხვა რამ არ გადაწყდა მხარეთა მიერ ოფიციალური წერილების გაცვლის საფუძველზე.
შესრულებულია სტრასბურგში, ორ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები