„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016085
186
08/08/2013
ვებგვერდი, 12/08/2013
480040000.22.030.016085
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №186

2013 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით“ (დანართი N6) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;
ბ) ბრძანების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,23. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევისას, ბინის ქირავნობისა და  ამ ბრძანების 241 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები მას შესაძლებელია აუნაზღაურდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.”;

გ) გ) ბრძანებას 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 241 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,241. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში  როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია ისარგებლოს სამედიცინო დაზღვევით.“.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში  როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულმა პირებმა 2013 წლის 10 ოქტომბრამდე უზრუნველყონ სამედიცინო დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება.
3. სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის.
4. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2013 წლის 10 ოქტომბრიდან.
5. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე



დანართი №6

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო 

დაწესებულებების ჩამონათვალი

1

საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში

2

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

3

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

4

საქართველოს საელჩო აშშ-ში

5

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

6

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

7

საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

8

საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

9

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

10

საქართველოს საელჩო იაპონიაში

11

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

12

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში

13

საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში

14

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

15

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში

16

საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

17

საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში

18

საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

19

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია

20

საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში

21

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

22

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში

23

საქართველოს საელჩო უკრაინაში

24

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში

25

საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში

26

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.ნიუ-იორკში

27

საქართველოს  საკონსულო ქ.ოდესაში

28

საქართველოს  საკონსულო ქ.დონეცკში

29

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ.განჯაში

30

საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში

31

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში