დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/19 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 07/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.111.016168 |
|
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის
საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/29 დადგენილებით (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.111.016001) დამტკიცებულ დანართ №1-ში (თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)), კერძოდ: |
1.
მე-9 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე“; „4. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე“; „6. საკრებულოს წევრის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და, თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას, რომლის საფუძველზეც საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“. |
2.
22-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საკრებულოს კომისიები 1. საკრებულოს კომისიებია: ა) იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისია; გ) სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია; დ) სოციალურ საკითხთა კომისია. 2.საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით(რეგლამენტით) და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე“. |
3.
24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე“. |
4.
31-ე მუხლის მე-7 ; მე-9; მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება“; „9.ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება“; „10.ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად, თუ საკრებულოს ბიურო არ მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას“; „11.ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს, იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს“. |
5.
32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშედ და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით“. |
6.
74-ე მუხლის მე-5 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო“. |
7.
92-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 15 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს“; „5.მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს“. |
8.
93-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტოდა დარგობრივი ეკონომიკის კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დასკვნას“. |
9.
95–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა“; „4.ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დასკვნას“. |
10.
96-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე“; „2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ“.
|
11.
98-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას“; „2.იურიდიული, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
1.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/35 (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016007) 2010 წლის 23 სექტემბერი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“; |
2.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/34 (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016006) 2010 წლის 23 სექტემბერი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“; |
3.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/33 (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016005 2010 წლის 23 სექტემბერი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“; |
4.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/36 (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016008 2010 წლის 23 სექტემბერი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“; |
5.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/32 (სსმ, 35, 08/10/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016004) 2010 წლის 23 სექტემბერი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს კომისიებს თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) მოთხოვნათა შესაბამისად წარმოადგინონ შესაბამისი კომისიების დებულებები დასამტკიცებლად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 7 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები