დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ამნისტიის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 894-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 080050000.05.001.017047 |
|
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პირადი და ოჯახური საიდუმლოების დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
მუხლი 1 გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოს ნებაყოფლობით ჩააბარებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ შეტყობინებას ან/და მათ ასლებს. მუხლი 2 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება), 158-ე ან/და 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ან/და 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა) ჩაიდინა ამ კანონის ამოქმედებამდე. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც გამოიყენა ან/და გაავრცელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინება ან/და მათი ასლები. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივლისი 2013 წ. N894-რს |
დოკუმენტის კომენტარები