დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016095 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე–80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების: |
ა)
,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის' მუხლში, (იურიდიული პირებიდან) შემოსული ჭარბი შემოსავალი -- 25.0 ათასი ლარი (დანართი N–2); |
2.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 6333.8 ათასი ლარისა, განისაზღვროს 6358.8 ათასი ლარის ოდენობით (დანართი N–2); |
3.
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) – 9229.0 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად 9204.0 ათასი ლარისა და 25.0 ათასი ლარი აისახოს ( დანართი N–3); |
ა)
,,თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“ ( ორგანიზაციული კოდი – 05 04) სუბსიდიის მუხლში, მესტია–ზემო სვანეთის ეპარქიის ხარჯების დასაფინანსებლად დაემატოს 25.0 ათასი ლარი (დანართი N–3); |
4.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი N–1– ით; |
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი N–2–ით; |
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) წარმოდგენილია დანართი N–3–ით; |
7.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი N– 4–ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N-1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
|
|
დანართი N-2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
|
დანართი N-3
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელები (ხარჯები)
|
|
დანართი N-4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დოკუმენტის კომენტარები