დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016172 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებრვლის №3 დადგენლებაში, კერძოდ: ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3 ,,იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამართლებრივ მომსახურებას, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილების და მომართვების განხილვას. გამგებლის, სტურქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები