განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ

  • Word
განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5795-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/08/2013
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/5795-13
01/08/2013
ვებგვერდი, 06/08/2013
განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქმე №2/5795-13           

                                    

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2013 წლი   01 აგვისტო

 

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი მოვალე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 202943182)

წარმომადგენელი დავით თუთბერიძე (დირექტორი)

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ნათია სახოკია

მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2013 წლის 01 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.

  

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.    დამტკიცდეს 2013 წლის 19 ივლისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ.

2.    განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

3.    განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

   

 

        მოსამართლე                  თამარ ჭუნიაშვილი