მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
02/08/2013
ვებგვერდი, 08/08/2013
010250020.35.129.016093
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2013 - 29/12/2014)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. ჭიათურა

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის რაიონის გამგებლის 2005 წლის  6 აპრილის  №68/11 დადგენილება ,,ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი კაპანაძე



დანართი №1
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის

გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესი


მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული საფრთხის და გარემოს ზღვარსგადასული დაბინძურების გამო, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო.
მუხლი 2
ამ წესის მიღების საფუძველს წარმოადგენს მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობით გამოწვეული გარემოს დაბინძურება და ჰაერის დამტვერიანება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე იწვევს სავალი გზებისა და  ინფრასტრუქტურის დაზიანებას. მისი მიზანია დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.
მუხლი 3
აიკრძალოს ქალაქის ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის ნედლი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება ცხოვრებაძის ქუჩის №30-დან (ე.წ.  მემორიალის დასახლება) მღვიმევის ქუჩის №1-მდე  (ყოფილი პრესის სახლი).
მუხლი 4
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანანუმის კონცენტრატითა და სხვა წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით, გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარის შეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას.
2. სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება ღამის 24 საათიდან დილის 7 საათამდე, ზაფხულის თვეებში დამატებით დღის 12 საათიდან 16 საათამდე.
მუხლი 5
1. აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია ფორსმაჟორულ შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს გადამზიდავის მიერ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ დადგენილების მეოთხე მუხლის მოთხოვნები.
2. აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვა გაიცემა მხოლოდ განსაზღრული ვადით, გადამზიდავი კომპანიის მიერ წერილობით დასაბუთებული პრობლემის აღმოფხვრამდე.

 

მუხლი 6
მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი დამტვერიანების ან დაბინძურების შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და გადარეცხვა ეკისრება გადამზიდავ ფირმას, ასევე მას ეკისრება ტერიტორიის სისტემატური მორწყვა.
მუხლი 7
ამ წესის რომელიმე მუხლის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი ადმინასტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.