დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №24 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016113 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ V, №28, 22.09.2010, მუხ. 803) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ე) წამყვანი სპეციალისტ - არქივის საკითხებში; ზ) წამყვანი სპეციალისტი - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,, 41 . წამყვანი სპეციალისტი - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში: ა) ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას; გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას; უზრუნველყოფს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას; დ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,7. წამყვანი სპეციალისტი - არქივის საკითხებში: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების დოკუმენტაციის აღწერილობებს; ბ) უზრუნველყოფც მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტაციის ადგილობრივი არქივში გადასაცემად შერჩევას; გ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები