დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410080000.22.023.016183 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07.04.2011, 410080000.22.025.016008) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – სქელშუბლაზე, კობრზე, პელიადზე, ევროპულ რიაპუშკაზე და ლადოგურ სიგზე - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტაზე და ჭანარზე - 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე კარჩხანას, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკის და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება.“ |
2.
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ1 ქვეპუნქტი:
,,პ1) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები