სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

  • Word
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 2/1-18/4150
დოკუმენტის მიმღები სს"ვითიბი ბანკ ჯორჯია"
მიღების თარიღი 31/07/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1-18/4150
31/07/2013
ვებგვერდი, 01/08/2013
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს"ვითიბი ბანკ ჯორჯია"

 

 

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2013 წლის 31 ივლისის  N578 განკარგულებით დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ (შემდგომ „ბანკი“) საბოლოო ემისიის პროსპექტი. აღნიშნული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ბანკის აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით, ბანკის მიერ ხორციელდება 12 250 000 (თორმეტი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი (1 ცალი ჩვეულებრივი აქციის ფასი, რომელზე ნაკლებადაც დაუშვებელია აქციის პირველადი განთავსება).

წინამდებარე განცხადებით ბანკი აქციონერებს ატყობინებს, რომ უფლება აქვთ განახორციელონ ბანკის მიერ გამოშვებულ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო ემისიის პროსპექტის დამტკიცების თარიღისათვის ბანკის კაპიტალში თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის დაწესებულ ვადას შეადგენს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 18 (თვრამეტი) კალენდარული დღე. ემისიის პროსპექტი გამოქვეყნებულ იქნა 2013 წლის 1 აგვისტოს ბანკის ვებ-გვერდზე www.vtb.ge.

ბანკის აქციონერებს უფლება აქვთ ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და პირობებით განახორციელონ უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია და შეიძინონ აქციები (განახორციელონ აქციათა ღირებულების გადახდა).

აქციათა ღირებულების გადახდ ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვიგზით შემდეგ რეკვიზიტებზე:  JSC VTB Bank ‎(‎Georgia‎)‎ SWIFT‎: ‎UGEBGE‎22.‎  IBAN‎: ‎ ‎GE17VT0100000009444501.

აქციათა ემისიის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბოლოო ემისიის პროსპექტს გაეცნონ ბანკის ვებგვერდზე www.vtb.ge.

ბანკის აქციონერთა მონაცემები შესაძლებელია დადგინდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ სს „ კავკასრეესტრში“, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ:2 22 - 07 – 18

 

 

            გენერალური დირექტორი                                                                              ა. კონცელიძე