დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 31/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 30017000.55.067.016047 |
|
„თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე"
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 31 ივლისიდან. |
|
„თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე"
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ეს ბრძანება განსაზღვრავს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხას და ამ სერტიფიკატების გაცემისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.
2. ბრძანება განსაზღვრავს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობას. 3. ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინების განმარტებები მითითებულია „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში. |
მუხლი 2.
სერტიფიკატების გაცემის პირობები |
1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრზე სერტიფიკატების ფორმების დამზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის/პერსონალის წევრზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. |
თავი II
სააგენტოს მიერ გასაცემი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხა |
მუხლი 3.
კომპეტენციის სერტიფიკატის სახეები |
1. „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - კანონი) შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები:
ა) შკიპერის კომპეტენციის სერტიფიკატი: ა.ა) 12 მეტრზე ნაკლები სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი; ა.ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი; ა.გ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი. ბ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი: ბ.ა) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ბ.ბ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე. გ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: გ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; გ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი. დ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: დ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; დ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი. ე) სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: ე.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; ე.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი. ვ) ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი: ვ.ა) თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი; ვ.ბ) თევზსაჭერი გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი. ზ) რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი: ზ.ა) GOC GMDSS-ის ოპერატორი; ზ.ბ) ROC GMDSS-ის ოპერატორი; ზ.გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი; ზ.დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი. |
მუხლი 4.
კვალიფიკაციის სერტიფიკატის სახეები |
კანონის და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრებზე სააგენტოს მიერ გაიცემა თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი. |
მუხლი 5.
დადასტურების სერტიფიკატი |
1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე.
2. დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას: ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი; ბ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეთევზე-მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ ფორმაზე ხელმოწერით. |
თავი III
მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები |
მუხლი 6.
სერტიფიკატის ფორმა და დამცავი ნიშნები |
1. მეთევზე-მეზღვაურზე ამ წესით დადგენილი სერტიფიკატები გაიცემა ამ მუხლით დადგენილი ფორმის შესაბამისად.
2. ამ წესის მიზნებისთვის, კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სერტიფიკატის აღიარების დადასტურება წარმოადგენს A5 ფორმატის (ზომა 146მმ X 200მმ) 80-90 გრ/მ2 მასის ოფსეტურ ქაღალდზე დაბეჭდილ ერთმხრივი ბეჭდვით შესრულებულ თეთრი ფერის ერთფურცლიან ლამინირებულ მოწმობას. 3. სერტიფიკატზე დაიტანება ჰოლოგრამა წარწერით “MTA”. |
მუხლი 7.
სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია |
ა) მითითება კომპეტენციის სერტიფიკატის თაობაზე; ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი; თ) სააგენტოს სრული დასახელება; ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის 30X40 მმ ფოტოსურათი; კ) მოქალაქეობა; ლ) მფლობელის დაბადების თარიღი; მ) მფლობელის ხელმოწერა; ნ) სააგენტოს ბეჭედი; ო) ამავე წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობა; პ) განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ჟ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. მეთევზე-მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) მითითება კვალიფიკაციის სერტიფიკატის თაობაზე; ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი; თ) სააგენტოს სრული დასახელება; ი) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის 30X40 მმ ფოტოსურათი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ლ) სერტიფიკატის მფლობელის მოქალაქეობა; მ) სერტიფიკატის მფლობელის დაბადების თარიღი; ნ) სააგენტოს ბეჭედი. 3. მეთევზე-მეზღვაურის სერტიფიკატის აღიარების დადასტურებაზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიკატის ნომერი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) სერტიფიკატის მფლობელის დაბადების თარიღი; დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) ეროვნული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ეროვნული კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა; თ) მოქალაქეობა; ი) თანამდებობა და შეზღუდვები; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ლ) სააგენტოს ბეჭედი; მ) მფლობელის ხელმოწერა; ნ) 30X40 მმ ფოტოსურათი; ო) სერტიფიკატის აღიარების დადასტურების გაცემის საფუძველი. 4. მეთევზე-მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატის რიგითი ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისგან, სადაც პირველი 6 ციფრი შეადგენს მეთევზე-მეზღვაურის ნომერს, ხოლო ბოლო ორი ციფრი გაცემის წელს. |
თავი IV
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების
შესახებ“ და „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობა |
მუხლი 8.
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობა |
1. კანონის მე-19 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემთწამყვანის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა:
ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; დ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე; ე) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე. 2. კანონის მე-19 მუხლის „ა“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემთწამყვანის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე; ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე. 3. კანონის მე-20 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; გ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; დ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი. 4. კანონის მე-20 მუხლის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი. 5. კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ელექტროინჟინრის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტროტექნიკოსი. ბ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; გ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; დ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; ე) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი; ვ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი. 6. კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული რადიოსპეციალისტის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურმა: - GMDSS რადიოოპერატორი. |
თავი V
თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და
პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები |
მუხლი 9.
თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები |
თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების დანართი №1-ით. |
მუხლი 10.
სერტიფიკატის საფასური |
სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები