არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017357
190
29/07/2013
ვებგვერდი, 30/07/2013
040030000.10.003.017357
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რველი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ საქართვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 211349192) 2013  წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯა­რო სამართლის იურიდი­ულ პირად ‑ საქართველოს ტექნიკურ უნი­ვერ­სიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკა­დემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრა­ციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძი­რითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართ­ველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძი­რითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგან­მა­ნათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფ­ლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იუ­რი­დიული პირის ‑ საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის (საიდენ­ტი­ფიკაციო კოდი ‑ 211349192)  სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზ­რუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს ტე­ქ­ნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ საქართველოს ტექნი­კური უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ საქართველოს ტექნიკურ უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს  კა­ნონმდებლობით  დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იური­დი­უ­ლი პირის ‑ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზა­ციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №411 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის ‑ საქართ­ვე­ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტი­ფიკაციო კოდი ‑ 211349192) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გა­მო­ცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი