არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017354
187
29/07/2013
ვებგვერდი, 30/07/2013
040030000.10.003.017354
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საი­დენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარ­დაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პი­რად ‑ ივა­ნე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემი­ური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირი­თა­დი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითა­დი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სა­ხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასა­მეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  გარდაქმნასთან (რეორგა­ნი­ზა­ციასთან) დაკავშირებული კანონმდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს გა­ნა­თლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადა­ე­ცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელ­მ­წიფო უნივერსიტეტის (საი­დენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) რეგის­ტრაციის ძალადაკარგუ­ლად გა­მოცხადება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი