დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017353 |
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) სამართალმემკვიდრედ. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №413 დადგენილება. 7. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები