სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 120260020.08.002.016840
601
25/07/2013
ვებგვერდი, 25/07/2013
120260020.08.002.016840
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №601

2013 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა  ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: 

1. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2013  წლის  25 ივლისიდან  2013 წლის  31 დეკემბრამდე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაქვემდებარებულ  გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1480  წვევამდელით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა  განისაზღვროს 1341  წვევამდელით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 4730 წვევამდელით.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. 
6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა  მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.
11. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი