დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.162.016189 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.000506) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. შვებულების მიცემისა და მივლინების წესი 1. საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღურების გარეშე. 2. საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს საკრებულო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირების მიერ (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადება შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. 4. ფრაქციათა თავმჯდომარეების შვებულების საკითხს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წყვეტს ფრაქციის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სხდომის ოქმი ორ სამუშაო დღეში წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო ფრაქციის სხდომის ჩატარებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს, რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი. 6. ამ მუხლში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შვებულებისთვის დადგენილი პროცედურების ანალოგიურად, მისავლინებელი პირის მიერ განცხადების წარდგენის ვალდებულების გარეშე. 7. ფრაქციის თავმჯდომარე, შესაძლებელია მივლინებული იქნეს საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს სხვა (არაანაზღაურებად) წევრებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები