დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11-28 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
მიღების თარიღი | 26/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020100.36.101.016170 |
|
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში (სსმ, 14.03.2012, 210020100.36.101.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. გადაწყვეტილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ქ. თბილისის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით შექმნილია საკრებულოს სარევიზიო კომისია და შემდეგი მუდმივმოქმედი კომისიები: ა) იურიდიულ საკითხთა; ბ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო; გ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; დ) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის; ე) განათლებისა და კულტურის; ვ) გარემოს დაცვის; ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის; თ) სახელდებისა და სიმბოლიკის; ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა; კ) საერთაშორისო ურთიერთობების; ლ) ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის; მ) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების. 2. გადაწყვეტილების მე-17 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები: ,,15. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია შექმნილია ქალაქ თბილისის მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირების, საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწყობის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით. 16. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისია შექმნილია ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების შემდგომი რეფორმების საკითხთა შესწავლის, თვითმმართველობის სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობისა და კონკრეტული ინიციატივების გამოკვეთის და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.“. |
მუხლი 2 |
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები