დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ განსახორციელებელი ოქმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016202 |
|
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ,,მხარეები“), სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გამოსაყოფი ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: |
მუხლი I
მიზანი
ამ ოქმის მიზანია 50.000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარში ფინანსური დახმარების განსახორციელებელი პრინციპების განსაზღვრა, რომელიც უნდა გამოიყოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის.
მუხლი II ფარგლები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოსაყოფი ფინანსური დახმარება გამოიყენება კურსის საფასურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ხარჯები, ისევე როგორც სხვა ხარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას.
მუხლი III განსახორციელებელი პრინციპები
1. საქართველოს მთავრობისათვის ამ ოქმის შესაბამისად გამოყოფილი რესურსი გამოიყენება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. 2. 50.000 (ორმოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარში გამოიყოფა კურსის საფასურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ხარჯები, ისევე როგორც სხვა ხარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის ქვემოთ აღნიშნული ხარჯები დაიფარება გამოყოფილი რესურსებისაგან: ა. 30.000 (ოცდაათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის ხარჯები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში კურსებში; ბ. 10.000 (ათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხარჯები; გ. 10.000 (ათი ათასი) თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარში, სხვა ხარჯები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. 3. ოქმის შესაბამისად გამოყოფილი ფინანსური დახმარების გადაცემა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში/საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისის საბანკო ანგარიშზე. ფინანსური რესურსის გამოყენება მოხდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში/საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისის ზედამხედველობის ქვეშ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ გაცემული დირექტივების ფარგლებში. 4. საჭიროების შემთხვევაში, რესურსების გადაცემა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ მოთხოვნათა შორის პერიოდში.
მუხლი IV საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება
მხარეები არ გაუმჟღავნებენ ამ ოქმის შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლში დაფიქსირებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება მხარეებზე ვრცელდება ოქმის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი V დავათა გადაწყვეტა
მუხლი VI გადახედვა და ცვლილებები
1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს ამ ოქმის გადახედვის ან შეცვლის შესახებ წინადადება. ასეთ შემთხვევაში, მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი VII ძალაში შესვლა
ეს ოქმი ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღის შემდგომი თვის პირველ რიცხვში.
მუხლი VIII მოქმედების ვადა და შეწყვეტა
მუხლი IX ტექსტი და ხელმოწერა
1. ეს ოქმი მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. 2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ ამ ოქმს 2012 წლის 17 დეკემბერს, ქ. ანკარაში, თურქეთი.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები