„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N–5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N–5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.103.016092
26
23/07/2013
ვებგვერდი, 29/07/2013
200130000.35.103.016092
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N–5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2013 წლის 23 ივლისი

დ. მესტია

 

,,ადგილობრივი ( ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №–5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის    შესაბამისად

მუხლი 1
 ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების  შესახებ“  მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 13 თებერვლის  N–5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.103.016071) შეტანილ იქნეს ცვლილება, ადგილობრივი  (ქონების) გადასახადის   განაკვეთების   დანართ  №–1-ში მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი, ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის

განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

16.00

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

10.00

3

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული

მიწა, საბაღე, საბოსტნე)

56.00

4

საკარმიდამო

56.00

5.

ტყის მიწები(რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო

                          დანიშნულებით)

                                                                   

 

ა)  სათიბები

16.00

ბ)  საძოვრები

10.00

გ)  სახნავი

56.00

6

ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი

ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწაზე)

           3.00

“.

მუხლი 2
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობაზე.
მუხლი 4
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი