„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016202
195
31/07/2013
ვებგვერდი, 31/07/2013
100040000.22.038.016202
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №195

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებით (სსმ, 100040000.22.038.016037, 22/03/2011) დამტკიცებული წესის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



დანართი 1

 

ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების, კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებსა და მის სტუმრებს

 


1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.

6. ოპტიკური ხელსაწყოები.

7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.

8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.

9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

10. გადასამრავლებელი აპარატები.

11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, დაშლილ მდგომარეობაში ან/და კუსტარულად დამზადებული ერთჯერადი სამართებელი გადაკეთებული მჩხვლეტავ ან ბასრ საგნად.

12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

13. ბანქო.

14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.

15. მობილური ტელეფონები.

16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).

17. კომპასები.

18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.

19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.

 



დანართი 2

 

ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების  საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნებისა,  რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის დროს კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში/აფთიაქში

 


1. კვების პროდუქტები.

2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).

3. თამბაქო და ასანთი.

4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და საწოლის ნივთები.

5. საცვლები (თბილი და უბრალო).

6. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.

7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).

8. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).

9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).

10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.

11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.

12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.

13. ლიტერატურა.

14. ჟურნალ-გაზეთები.

15. სპორტული ტანსაცმელი.

16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.

17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.

18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).

19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.

20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).

21. რუკები (კონკრეტული  ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).“.