დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 663 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016215 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ, ვებგვერდი, 16/01/2013წ., 140130000.22.034.016157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-13 მუხლის: |
ა)
მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან და იწყებენ დეპარტამენტში სამსახურს დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ან როდესაც დეპარტამენტში სამუშაოდ მიღება ხდება იმ უწყებებიდან, რომელთაც გააჩნიათ სამხედრო ან სპეციალური წოდებები, განისაზღვრება ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებით.“; |
გ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დეპარტამენტის საშტატო განრიგს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ითანხმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე (გარდა დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგისა).“. |
2.
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
,,11. მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები, დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეუძლიათ იმსახურონ შემდეგი ასაკის მიღწევამდე: ა) უმცროსი სპეციალური წოდებით - 55 წელი; ბ) საშუალო სპეციალური წოდებით - 50 წელი; გ) უფროსი სპეციალური წოდებით: გ.ა) პოლკოვნიკამდე - 55 წელი; გ.ბ) პოლკოვნიკი - 60 წელი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდებით - 65 წელი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტის მოქმედება ვრცელდება დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად 2013 წლის 1 სექტემბრიდან მიღებულ პირებზე.“. |
3.
30-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ზ1 ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ზ1) შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.“ |
4.
32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. დეპარტამენტის მოსამსახურეთა დათხოვნა შს ორგანოებიდან დეპარტამენტის მოსამსახურეები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ წინამდებარე წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), ზ1), თ), ი), კ), ლ), ჟ) ქვეპუნქტებისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.“. |
5.
დაემატოს 74-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„74. დამატებითი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დეპარტამენტის თანამშრომელი. 1. დამატებით მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დეპარტამენტის თანამშრომელი, განსაზღვრავს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები