დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.08.002.016839 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/07/2013 - 19/12/2013)
|
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; გ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა. 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; გ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა. 4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის: ა) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; ა.გ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა; ა.დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ბ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; გ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გ.ა) უმაღლესი განათლება; გ.ბ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის, ერთ-ერთი ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა; გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; გ.დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; დ) პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: დ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.ბ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; გ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“) სრულყოფილი ცოდნა; ვ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ზ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ე) საქართველოს საარჩევნო კოდექსი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ლ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი; მ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ნ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ო) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; პ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ჟ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; რ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის N562 ბრძანებულება. 8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა. 9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; ე) „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულება. 10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის: ა) უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება; ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ბ) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; გ) უფროსის მოადგილის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გ.ა) უმაღლესი განათლება; გ.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; დ) უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.გ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; ე) მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ე.ა) უმაღლესი განათლება; ე.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ე.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ვ) მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ვ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; ზ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ზ.ა) უმაღლესი განათლება; ზ.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება; ზ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; თ) მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: თ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; თ.ბ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის: ა) უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება; ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ბ) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულება; ბ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554 დადგენილება; ბ.ვ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილება; ბ.ზ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; გ) უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გ.ა) უმაღლესი განათლება; გ.ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; დ) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: დ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.ბ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.გ) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულება; დ.დ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის N45 დადგენილება; დ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554 დადგენილება; დ.ვ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. 12. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის: ა) მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; ა.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ა.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ბ) მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; გ) მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გ.ა) უმაღლესი განათლება; გ.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; გ.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; დ) მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება; ე) უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ე.ა) უმაღლესი განათლება; ე.ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება; ე.გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, აგრეთვე Internet) სრულყოფილი ცოდნა; ე.დ) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ვ) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ვ.ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.დ) „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები