ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.140.016067
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
24/07/2013
ვებგვერდი, 25/07/2013
330090020.35.140.016067
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/07/2013 - 03/07/2015)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2013 წლის 24 ივლისი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის სოფლების ქუჩების სახელდებების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის 2013 წლის 18 ივნისის №13 დასკვნის საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის ქუჩების დასახელებები (დანართი №1).

 

მუხლი 2
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ხერთვისის ქუჩების   დასახელებები (დანართი №2).

 

მუხლი 3
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ივერიის ქუჩების დასახელებები (დანართი №3).
მუხლი 4
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,მესხეთის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,თამარის მეფის’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,, რუსთაველის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,ვენახის’’ სახელი;

5. №5 ქუჩას ეწოდოს ,, ასპინძის’’ სახელი;

6. №6 ქუჩას ეწოდოს ,, სანაპიროს’’ სახელი;

7. №7 ქუჩას ეწოდოს ,, დავით აღმაშენებლის’’ სახელი;

8. №8  ქუჩას ეწოდოს ,,ვარძიის’’ სახელი;

9. №9 ქუჩას ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის’’ სახელი;

10. №10 ქუჩას ეწოდოს ,, დედაენის’’ სახელი;

11. №11 ქუჩას ეწოდოს ,,გიორგი სააკაძის’’ სახელი;

12. №12 ქუჩას ეწოდოს ,,იაკობ გოგებაშვილი’’ სახელი.

 

 


დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის  ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ხერთვისის ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,თამარ მეფის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,წმინდა ნინოს’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,,ჯავახეთის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,ნიკო ფიროსმანის’’ სახელი.


დანართი №3
ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ივერიის  ქუჩების დასახელება

1. №1 ქუჩას ეწოდოს ,,ვარძიის’’ სახელი;

2. №2 ქუჩას ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის’’ სახელი;

3. №3 ქუჩას ეწოდოს ,,მესხეთის’’ სახელი;

4. №4 ქუჩას ეწოდოს ,,თამარ მეფის’’ სახელი;

5. №5 ქუჩას ეწოდოს ,,რუსთაველის’’ სახელი;

6. №6 ქუჩას ეწოდოს ,,ფრიდონ ხალვაშის’’ სახელი;

7. №7 ქუჩას ეწოდოს ,,ასპინძის’’ სახელი.