დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 808 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 29/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.060.05.001.003.387 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111–117 პუნქტები:
„111. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 90-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-60 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია.
112. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია;
გ) მე-10 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია.
113. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 150 ლარია.
114.დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 180 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია;
გ) მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 380 ლარია.
115. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 180 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია.
116. ემიგრაციის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 60 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 160 ლარია.
117.მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების შეტანიდან დასკვნის:
ა) მე-15 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარია;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია;
დ) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 75 ლარია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№808–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები