დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „კაუჩუკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „კაუჩუკი“ |
| მიღების თარიღი | 15/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „კაუჩუკის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
2013 წლის 12 აგვისტოს, 12 საათზე ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №
79-ში (სს „კაუჩუკის” ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე) მოწვეულია სს „კაუჩუკის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 11 ივლისი.
შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „კაუჩუკის“ 46.42540%-ის წილის მფლობელი აქციონერი ჯუმბერ ვასაძისთვის ნების დართვა „სს „კაუჩუკის“ 2007-2012 წლების და 2013 წლის მიმდინარე პერიოდის შპს აუდიტო რულ ფირმა „ბაკაშვილი და კომპანიის“ მიერ აუდიტორულ შემოწმებაზე იმ პირობით, რომ ჯუმბერ ვასაძე თავად გადაიხდის მომსახურების საფასურს.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება „სს „კაუჩუკის“2007-2012 წლების და 2013 წლის მიმდინარე პერიოდის შემოწმება განახორციელოს შპს „დანი-აუდიტმა“ იმ პირობით, თუ ჯუმბერ ვასაძე თავად გადაიხდის მომსახურების საფასურს.
3. აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.
● სს „კაუჩუკის“ რიგგარეშე საერთო კრება ტარდება 46.42540%-ის მფლობელის ჯუმბერ ვასაძის მოთხოვნით.
● დღის წესრიგის საკითხებზე და კრების ჩატარების თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციაა: დაკმაყოფილდეს აქციონერ ჯუმბერ ვასაძის მოთხოვნა და ჩატარდეს რიგგარეშე საერთო კრება, კრებამ იმსჯელოს მის მიერ შემოთავაზებულ აუდიტორულ ფირმაზე და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ ფირმაზეც;
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „ საქართველოს რეგისტრატორთან” (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, VII სართული, ტელ: 222 64 18) ან მის წარმომადგენლობაში ქ.ბათუმში (ზურაბ გორგილაძის ქ. № 37, ბ. 19 ტელ 599 15 88 06).
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
სს „კაუჩუკის” დირექტორი
ა.ბაღათურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები