დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.152.016142 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებაში(სსმ. 28/12/2012. სარეგისტრაციო/კოდი190040000.35.152.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2.დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9229.7 ათასი ლარის ოდენობით.
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7173.1 ათასი ლარის ოდენობით
ე) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5768.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5768.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 32,6 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად“. თ) დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00) წყალდიდობის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევის პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სახანძრო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სპეციალური ტანსაცმლით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) გახშირებული სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტი,შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) დუშეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა- შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება დაადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდინაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტი მაღალმთიანი სოფლებისათვის, სადაც დიდთოვლობის დროს ავტოტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. საჰაერო ტრანსპორტი ამ დროს იძენს სასიცოცხლო მნიშვნელობას მაღალმთიანი სოფლებისთვის; 2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს იგეგმება: ქ. დუშეთში ბაჩანას ქუჩის შესახვევის მოასფალტება, ჭონქაძის თემში, ე.წ „ჯორმუხის“ სამანქანე გზის რეაბილიტაცია, სოფ. მილახვრიანთკარის შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ჟინვალის თემის ე.წ. „უნდილაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია, ჟინვალის თემის სოფ. ზემო თვალივის გზის რეაბილიტაცია, სოფ. უკანაფშავის გზის რეაბილიტაცია, დაბა ჟინვალში შიდა გზების მოასფალტება, ქ. დუშეთში ბექაურის ქუჩის მოასფალტება, ქ. დუშეთში გ.სააკაძის ქუჩის მოასფალტება. ასევე გაგრძელდება 2012 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება: სოფ. ბიჩნიგაურების შესასვლელი გზის რეაბილიტაცია და სოფ.ჭართალში წყალამრიდის საფუძვლის, მიწის ვაკისის გამაგრების და ჯიმი გიგაურის კუთვნილი ტერიტორიის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.1.2 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეწყერების, დითოვლობის შედეგად ჩაკეტილი გზების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებშისაჰაერო ტრანსპორტით მომსახურების ხარჯი. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში საჭიროა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემისა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და და ნარჩენების გატანა. 2.2.1 გარე განათების მოწყობა- რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის, როგორც ქალაქად ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია,ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე წელს იგეგმება:ქ. დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (ქალაქის შემოსასვლელში), რუსთაველის ქუჩაზე,სოფ. პირმისაან-ვარსიმაანთ მონაკვეთზე, სულიკიანთ დასახლებაში, კობიანთ დასახლებაში, მთვარელიანთ დასახლებაში, კარიაულთკარის დასახლებაში, მილახვრიანთ დასახლებაში გარე განათების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები. 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება დანარჩენების გატანა.დასუფთავების ღონისძიების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს სანაგვე ურნების შესყიდვა. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე წელს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის პროგრამის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში იგეგმება ბაზალეთის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფასანაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (ხევშა-ფასანაური).ასევე გაგრძელდება 2012 წელს დაგეგმილი გუდამაყრის თემში, სოფ.ლუთხუბში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.2.4 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტისა დაამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის პროგრამის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში იგეგმება სოფ. მაღაროსკარში, სოფ. არაგვისპირში ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და სოფ. მჭადიჯვრის სარწყავი არხის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ქ.დუშეთში დუშეთის ხევზე 2 ხიდისა და ნაპირსამაგრის მოწყობა, ფასანაურში ნაპირსამაგრი სამუშაოები. 2.2.5 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაზალეთის პანსიონატის II საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 03) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მ/წელსგამოყოფილი და წინა წელს მიღებული თანხიდან დარჩენილი თანხით შესაბამისისი სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე სხვადასხვა პროექტები. 2.4 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) დღევანდელ დროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში, რისთვისაც მნიშვნელოვანია სპორტული ობიექტების მშენებლობა, ასევე დიდ მნიშვნელობაენიჭება ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას,რისთვისაც საჭიროა ქალაქის გამწვანება, ბაღების და სკვერების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა. 2.4.1 სპორტული მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქ. დუშეთში ერისთავის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. 2.4.2 ქალაქის გამწვანება და მისიმოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 04 03) მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნისათვის მეტად მნიშვნელოვანია ტერიტორიის გამწვანება, ნარგავების მოვლა–პატრონობა, გამწვანების ზონაში ყვავილების და სხვა დეკორატიული მცენარეების დარგვა. 2.5 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია2013 წლის 24 მარტსძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობის დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისათვის სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა და რეაბილიტაცია. 2.6 სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, ექსპერტიზის და ქალქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 06) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენა და ზემოაღნუშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 3.1 დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 528 ბავშვი, საიდანაც კვების გადასახადისგან განთავისუფლებულია ობოლი, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედების, I, II ჯგუფის ინვალიდების და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების 123 აღსაზრდელი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების ღირებულება შეადგენს 1.50 ლარს, საიდანაც 50% ფინანსდება მშობელთა შემონატანიდან, ხოლო50%-ს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. კვების ხარჯების გარდა,პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. ასევე გაგრძელდება 2012 წელს დაგეგმილი სოფ. ბულაჩაურში საბავშვობაღის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის გახსნაც დაგეგმილია 2013 წელს. 3.2. დუშეთის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ა(ა)იპ მოსაწავლეთა ხელშეწყობის ცენტრს და მისფილიალებს (მაღაროსკარი, ბარისახო და შატილი სკოლა-პანსიონები) ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სკოლა-პანსიონებში ბავშვთა რაოდენობა შეადგენს 41-ს. კვების ხარჯი ერთ ბავშვზე შეადგენს 2,40 ლარს, რაც მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება.კვების ხარჯების გარდა, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ა(ა)იპ „მოსაწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის“ და მისი ფილიალების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე აფინანსებს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვდასხვა სახეობაში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში, ფრენბურთში, ნიჩბოსნობაში, კრივში; დუშეთის სპორტულ სკოლას წარმატებები აქვს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, კრივში, ნიჩბოსნობაში. აღსაზრდელები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირებში, სადაც კარგი მიღწევებით გამოირჩევიან. 4.1.2 სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებშიმუნიციპალიტეტი აფინანსებს დუშეთის სასპორტო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ და სპორტული ღონისძიებებისხარჯებს. სპორტული სკოლაში ფუნქციონირებს სპორტის 9 სახეობა (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, ნიჩბოსნობა, კრივი, კარატე, ტანვარჯიში), სადაც მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 383-ს. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) სახელოვნებო განათლება ქვეყნის კულტურისა და განათლების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართული კულტურის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ხელოვნების განვითარების, ისე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფის საკითხში. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებსხატვის, ძერწვის, თექაზე მუშაობის, ლიტერატურის, საეკლისიო საგალობლების წრეები, სადაც სწავლობს 190 მოსწავლე. 4.2.2 დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. როინაშვილის სახელობის საბიბლოთეკო გაერთიანების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 03) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება.პროგრამის ფარგლებში ფინანსდებაქ.დუშეთის ალ. როინაშვილის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკადაანანურის, ფასანაურის, ჭოპორტის სასოფლო ბიბლიოთეკები. აღნიშნული ბიბლოთეკები ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარებას და მოსახლეობის საჭირო ლიტერატურით მომარაგებას. 4.2.3 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებშიფინანსდებადანიელ ჭონქაძისსახლ-მუზეუმი და დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაც ხელს უწყობს ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ტურისტების გაცნობას ადგილობრივ კულტურასთან. 4.2.4 დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის“ (აპარატის) და კულტურული ღონისძიებების ხარჯების დაფინასებას, რომლის ფუნქციაშიც შედის, კულტურის სახლების, მუსიკალური კოლექტივების, სპორტული სკოლის, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლის კოორდინირება. 4.2.5 კულტურის სახლების ხელშეწობა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქ.დუშეთის და დაბა ჟინვალის კულტურის სახლები. აღნიშნული კულტურის სახლები ემსახურება პოეზიის საღამოების, ფოლკლორული და თეატრალური ღონისძიებების ჩატარებას.აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეები ღებულობენ დაფინანსებას, რაც შემდგომში სტიმულია ახალი ღონიძიებების ჩატარებისა და პროფესიული განვითარებისთვის. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის სახლთან არსებული ქართული ხალხური საკრავების და სიმღერის ანსამბლი ,,ქალილო’’, რომლის შემადგენლობაშიც 14 წევრია. 4.2.6 მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ქ. დუშეთის, დაბა ჟინვალის და დაბა ფასანაურისსამუსიკოსკოლებს. სამუსიკო სკოლის პედაგოგების შრომის ანაზღაურების 50% ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხოლო 50% მოსწავლეთა შემონატანებიდან. სამუსიკო სკოლებში სულ სწავლობს 159 მოსწავლე, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და მუსიკალურ ფესტივალებში. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკლესია- მონასტრების კომუნალური ხარჯების დაფინანსებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი (06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. გრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; · იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; · პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სამკურნალო დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 03 01) ქვეპროგრამა ითვალიწინებსშემდეგი კატეგორიების დაფინანსებას: ა) ონკოლოგიური ავადმყოფები; ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი); დ) მარტოხელა და 80 წელს გადაცილებული მოხუცები; ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია; ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; ზემოაღნიშნული კატეგორიების სამედიცინო მომსახურების ღირებულება ფინანსდება: Ø 500 ლარამდე – 100%–მდე; Ø 500–1000 ლარამდე – 70%–მდე; Ø 1000-3000 ლარამდე – 55%–მდე; Ø 3000-5000 ლარამადე – 35%–მდე; Ø 5000 ლარიდან ზევით 25%–მდე. ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის მშობიარობის ხარჯები დაფინანსდეს 500 ლარამდე. თ) სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%–მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 5.2.2 სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) ქვეპროგრამა ითვალიწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთაერთჯერადფულად დახმარებას. ერთჯერადი დახმარების სახით 50 ლარიდან 200 ლარამდე ფინანსური დახმარება გაეწევა შემდეგ კატეგორიებს: ა) დროებით უმუშევრებს; ბ) მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასევე მოქალაქეებს რომელთაც მინიჭებული აქვთ 57000 -ზე მეტი სარეიტინგო ქულადა აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებს. გ) მიუსაფრები, მარტოხელა დედები, რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი; დ) დიაბეტით და რევმატიული დაავადებების მქონე მოქალაქეებს; ე) I დაII ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლო პირებს; ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე); ზ) დიალეზის პრეპარატზე დამოკიდებულ პირებს, რომლებიც არა არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში; თ) ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე პირებს; ი) მრავალწევრიანი (ხუთი და მეტი) ოჯახები, რომელთა არცერთი წევრი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი. ლ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით; მ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვისბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს. 5.2.3 საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საავადმყოფო ფურცელზე მყოფი მუშაკების დახმარება. 5.2.4სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 04) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზემცხოვრებ ავადმყოფებზე და სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფას.მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ: ა) ეპილეფსიით დაავადებულებს; ბ) პარკინსონით დაავადებულებს; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-100 000 მდე სარეიტინგო ქულა. 5.2.5უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 110 ბენეფიციარის დღეში ერთჯერად უფასო კვებას, გარდა კვირა დღისა. ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ხარჯი დღეში შეადგენს 1,70 ლარს. 5.2.6სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე2013 წელს სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახების, აგრეთვე იმ ოჯახების, რომელთა საცხოვრებელ სახლს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა ფულადი დახმარების გაცემა. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს, გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ზღვრულ ოდენობაზე მეტი ფულადი თანხა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2012 წელს სტიქიური მოვლენების შედეგად სოფ. ზემო მლეთაში დაზარალებული 8 ოჯახისათვის კომპენსაციები. 5.2.7ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლების გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე სარიტუალო ხარჯებს 250 ლარის ოდენობით. ი) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები