„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016209
571
24/07/2013
ვებგვერდი, 24/07/2013
140130000.22.034.016209
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №571

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 (ვებგვერდი, 25/12/2012, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016152) ბრძანებას დაემატოს 21 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. განისაზღვროს საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები (დანართი №43).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 43

 

საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები

 

დასახელება

უცხოური

ვალუტის

დასახელება

ხარჯების დასახელება

 

 

 

ანაზღაურების

ნორმები

სამედიცინო

დაზღვევა

განთავსების

 ხარჯი

 

შენახვის

ხარჯები

 

სულ

 

 

1.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ავსტრიის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

2.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

500

3 438

3.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ბელარუსის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

 500

3 438

4.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

 თურქეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

750

1 250

3 688

5.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

უკრაინაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 500

1 000

4 188

6.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

საფრანგეთის რესპუბლიკაში

ევრო

 

1 250

 

438

1 500

1 625

4 813

7.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

სომხეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

 

1 250

 

438

 

1 250

 

500

 

3 438

შენიშვნა:

ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები ანაზღაურდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.

1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები:

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმომადგენლის მიერ  სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა. აგრეთვე, სავალდებულოა დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი  საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.

2.    განთავსების ხარჯები:

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი)  წარმოდგენა ყოველკვარტალურად.

 ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ დანართით  გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამინისტროს წარმომადგენლის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენელს აუნაზღაურდება ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

3.  შენახვის ხარჯები:

შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გადასახდელს, მათ შორის:

ა)  წარმომადგენლობით ხარჯებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, მოვლა-შენახვის (მათ შორის, საწვავი) და ექსპლუატაციის სხვა ხარჯებს;

გ) ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.

4.  მოკლევადიანი მივლინება:

მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში წარმომადგენელს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  კუთვნილი შვებულება:

წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

6. დამატებითი ხარჯი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია განხორციელდეს დამატებითი წარმომადგენლობითი ხარჯების გამოყოფა.

პირველადი მოწყობის ხარჯები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა:

სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში,  სამინისტროს წარმომადგენლების მიერ საჭირო ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტის  კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულისათვის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს აანაზღაურებს სამინისტრო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.