სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ს.ს."წყალმშენი-1"
მიღების თარიღი 15/07/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
12
15/07/2013
ვებგვერდი, 18/07/2013
სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ
ს.ს."წყალმშენი-1"

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 9 აგვისტოს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა 34, მე-3 სართული, ოთახი 12.

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 18 ივლისს.

 

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის არჩევნები;

2. სადაო ქონების შესახებ;

3. 2013 წელს ჩასატარებელი ქმედებების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ;

4. ფოთის საწარმოო კომპლექსის რეალიზაციის შემდგომი წარმოების საკითხების შესახებ;

5. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შესახებ.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს წყალმშენი-1”- ს ადმინისტრაციაში (ტელ: 599 41 39 43; 2 30 61 88), ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 7 დღით ადრე პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2013 წლის 18 ივლისის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს წყალმშენი-1”- ს რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი          თ. გედევანიშვილი