დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.18.011.016101 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგისტრაცია – ემისიის დამტკიცებული პროსპექტის, ხოლო კერძო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების ან/და იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების ძირითადი მონაცემების შეტანის პროცედურა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ რეესტრში;“. |
2.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდს ფქსსნ-ს ანიჭებს ემიტენტის ემისიის პროსპექტის დამტკიცებისას, ხოლო იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების მიღებისას, თუ ამავე კლასის ფასიან ქაღალდებს მანამდე ფქსსნ მინიჭებული არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ფქსსნ მანამდე მინიჭებული უკვე ჰქონდა ამავე ფასიანი ქაღალდების კლასს, უკვე მინიჭებული ფქსსნ გამოყენებულ იქნება ამ პროსპექტით ან შეტყობინებით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდებისათვისაც.“. |
3.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
„31. ეროვნული ბანკი კერძო შეთავაზებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდს ფქსსნ-ს ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი საქართველოში აპირებს ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებას და წინამდებარე წესით განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს ფქსსნ-ს მინიჭების თაობაზე. კერძო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისათვის ფქსსნ-ის მინიჭება ხორციელდება საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
4.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ემისიის პროსპექტის, საჯარო ან/და კერძო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის ფორმულა ემისიის პროსპექტს, საჯარო ან/და კერძო შეთავაზების თაობაზე შეტყობინებას მიენიჭება ნომერი ISIN-R-EE ფორმულის მიხედვით, სადაც: ა) ISIN: ფასიანი ქაღალდის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერია; ბ) R: ბ.ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ემისიის შემთხვევაში არის 1; ბ.ბ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ემისიის შემთხვევაში არის 0; ბ.გ) 2003 წლამდე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ, ხოლო 2003 წლის შემდეგ შესაბამისი უფლებამონაცვლე სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ემისიის შემთხვევაში არის 9; ბ.დ) სხვა ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგისტრირებული ემისიების შემთხვევაში არის 5. გ) EE = წარმოადგენს ემისიის რიგით ნომერს კონკრეტული ემიტენტისათვის.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები