ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016134
17
17/07/2013
ვებგვერდი, 23/07/2013
010250000.35.113.016134
ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2013 წლის 17 ივლისი

ქ. ოზურგეთი

 

 

ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთისთვის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მაისის №18 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთს (ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე) ეწოდოს იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა.
მუხლი 2
ქალაქ ოზურგეთში არსებული 26 მაისის ქუჩის მონაკვეთის (ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე) მარჯვენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს კენტი რიცხვებით, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს ლუწი რიცხვებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე