დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 16/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მერის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010270000.52.101.016101 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებით (ვებგვერდი, 08/07/2013; სარეგისტრაციო კოდი 010270000.52.101.016100) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ ტექნიკური და ნუმერაციული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამუშაო გამოცდილება: 2 წლამდე;“; ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო განათლება ან ბაკალავრი;“; გ) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო განათლება ან ბაკალავრი;“; დ) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველოს სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის; „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის; საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“; „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის; „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების; „მშენებლობის უსაფრთხოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების; „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირვთული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №13-62 გადაწყვეტილების; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდაგანსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-25 გადაწყვეტილების; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების; „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანების; „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისის №16 ბრძანების; „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №2.01.32 დადგენილების; „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Microsoft Office Excel); ე) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი; ვ) დამატებითი მოთხოვნები: სამშენებლო სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების, მათ შორის სამართალწარმოების წესების დეტალური ცოდნა; არქიტექტურული პროექტის კითხვა; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.“; ე) მე-15 მუხლის: ე.ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამუშაო გამოცდილება: 5 წლამდე;“; ე.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;“; ე.გ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამუშაო გამოცდილება: 1 წლამდე;“; ვ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში ან საჯარო სამსახურის მსგავს დარგებში;“; ზ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook); ე) სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობის 3 წლის გამოცდილება; ვ) დამატებითი მოთხოვნები: გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება; ანალიტიკური აზროვნების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პროექტების მართვის უნარი და გამოცდილება. თ) მე-20 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამუშაო გამოცდილება: 3 წლამდე;“; ი) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის; „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილების ცოდნა;“; კ) 22-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 221. ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა“; ლ) 221 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Microsoft Office Excel; Internet Explorer); ე) უცხო ენის (რუსული) ცოდნა; ვ) სამუშაო გამოცდილება: 5 წელი; ზ) დამატებითი მოთხოვნები: ეფექტური კომუნიკაცის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების სწარაფად მიღების უნარი.“; მ) 24-ე მუხლის: მ.ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ელექტროქსელების, ელექტროგაყვანილობის და სხვადასხვა თანამედროვე ელექტროსისტემების საფუძვლიანი ცოდნა;“; მ.ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;“; მ.გ) მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლამდე გამოცდილება;“; ნ) 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი; საჯარო სამსახურში მუშაობის 3 წლამდე;“; ო) 28-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამუშაო გამოცდილება: ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;“; პ) 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 27-ე პუნქტი: „27. ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის ტერიტორიული ერთეულის ავჭალა-გლდანის ხევის უბნის სამსახურის (განყოფილების) უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი; ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა; გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმათველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის N1-1 გადაწყვეტილების ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Microsoft Office Excel; Internet Explorer); ე) სამუშაო გამოცდილება: ბოლო 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ვ) დამატებითი მოთხოვნები: მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ეფექტური კომუნიკაცის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების სწარაფად მიღების უნარი.“; ჟ) 29-ე მუხლის: ჟ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო განათლება ან ბაკალავრი;“; ჟ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო განათლება ან ბაკალავრი;“; ჟ.გ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი;“; ჟ.დ) მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო განათლება ან ბაკალავრი;“; ჟ.ე) მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამუშაო გამოცდილება: 2 წლამდე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები