დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.016616 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05 ბრძანების (ვებგვერდი, 09/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430050000.22.022.016271) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღეში შეისწავლოს და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საინფორმაციო სისტემას 5 სამუშაო დღის ვადაში.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას; ბ) სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე; დ) მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; ე) დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი; ვ) მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.“; გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11“ პუნქტი: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ამის თაობაზე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები