დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 12/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016170 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილების დანართში (სსმ, matsne.gov.ge 8.01.2013., 190020020.35.123.016130) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 53619,3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 4. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გადასახადები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 41006,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 6. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 8413,3 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 42255,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
დადგენილების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 8“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16637,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 21224,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 4587,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
9.
დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 9. ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
10.
დადგენილების დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება ა. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (– 5273,1) ათასი ლარის ოდენობით. ბ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (– 6025.1) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 6025.1 ათასი ლარის ოდენობით. გ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (– 752,0) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 752,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
11.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 03) ა.ა პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 1518,7 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაციასა და კომუნალური პირობების გაუმჯობესებას. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. გარდა ამისა, სამსახურის მიერ ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოების ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობისას – ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ა.დ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები შეადგენს 1423,8 ათას ლარს. ზამთრის სეზონთან დაკავშირებული სამუშაოები დაფინანსდება 94,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 90–100 ტ. ტექნიკური მარილის შეძენა – 41,5 ათასი ლარი; 250–300 მ3 ქვაღორღის ღირებულება – 16,4 ათასი ლარი; 10 ტ. საწვავის ღირებულება – 22,0 ათასი ლარი; სპეციალური მარილსაყრელი დანადგარის ღირებულება – 15,0 ათასი ლარი. ა.ე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული და კვალიფიციური რეაგირება; მოსახლეობის უსაფრთხოება; ზამთრის სეზონთან დაკავშირებული პრობლემების დროული აღმოფხვრა. ა.ვ. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ოპერატიული მოქმედების ხარისხი; ზამთრის სეზონში თოვლისაგან გაწმენდილი გზები; მოსახლეობის კმაყოფილების დონე.” |
12.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები, „თ“ ქვეპუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი, „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტი, „კ“ ქვეპუნქტის „კ.ა“ ქვეპუნქტი, „ლ“ ქვეპუნქტი, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტი, „ნ“ ქვეპუნქტის „ნ.ა“ ქვეპუნქტი, „ო“ ქვეპუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტი, „პ“ ქვეპუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტი, „ჟ“ ქვეპუნქტის „ჟ.ა“ ქვეპუნქტი, „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა“ ქვეპუნქტი, „ს“ ქვეპუნქტის „ს.ა“ ქვეპუნქტი, „ტ“ ქვეპუნქტის „ტ.ა“ ქვეპუნქტი, „ფ“ ქვეპუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტი და „ქ“ ქვეპუნქტის „ქ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „გ. საგზაო ნიშნების დამონტაჟების, მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოებისა და ფირნიშების დამზადება–გაკვრის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 02) გ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. გ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 75,0 ათასი ლარი. გ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების დონეს ქალაქის მასშტაბით. განხორციელდება ქუჩების სახელწოდებებისა და ნუმერაციების აღმნიშვნელი აბრების მონტაჟი. გ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება და მონიშვნითი სამუშაოები – 58,3 ათასი ლარი; ქუჩების სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი ძველი აბრების შეცვლა ახლით – 16,7 ათასი ლარი.“ „ე. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ე.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახური ე.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3366,9 ათასი ლარი. ე.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ქალაქის სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის 87 ქუჩის დაგვა–დასუფთავება, საერთო ფართით 2353,81 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა–გაუვნებელყოფა, მორწყვა–ჩარეცხვის სამუშაოების ორგანიზება ქალაქის 207 ათასი კვ.მ. ფართობზე, ქალაქში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარება, რისთვისაც, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან, მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი) იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებში არსებული ნაგვის შემკრები ბუნკერების, ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია–დეზინფექცია, დროებითი გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია–დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია–დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთოების უზრუნველსაყოფად, ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ქალაქში სანიტარული წესრიგის გაუმჯობესებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება. ე.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქის დაგვა–დასუფთავება, ქუჩებისა და მოედნების მორწყვა–ჩარეცხვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 2820,0 ათასი ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებელყოფა – 66,0 ათასი ლარი, ნაგავსაყრელის მომსახურების გაწევა - 132,0 ათასი ლარი; თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი) იზოლაცია და პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა – 60,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში პროფილაქტიკურ–სადეზინფექციო ღონისძიებების განხორციელება – 30,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისის ადმისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება – 3,0 ათასი ლარი. ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშოების ჩასატარებლად – 30,9 ათასი ლარი; შპს „მწვანე ქუთაისის“ ვალდებულებების დაფარვის მიზნით 225,0 ათასი ლარი.“ „ვ. საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ვ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ვ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2052,4 ათასი ლარი. ვ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაიწმინდება კანალიზაციის ამორტიზირებული ქსელი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მონაკვეთის ახალი მილებით შეცვლა. წყალმომარაგების სისტემაში გატარდება ღონისძიებები ხარვეზების აღმოფხვრისათვის; არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელზე ჩატარდება მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შეკეთდება ნიაღვარმიმღები ჭები, რეაბილიტირებული იქნება ნიაღვარმიმღები ობიექტები და ექსპლუატაცია გაეწევა არსებულ ნიაღვარსადენ ობიექტებს. ვ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ღვარსადენების ქსელის (120 ობიექტი) ექპლუატაციის ხარჯები – 216,4 ათასი ლარი; ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია – 9,3 ათასი ლარი; კანალიზაციის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის ხარჯები – 673,5 ათასი ლარი, მათ შორის: კიკვიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ისიანის ქუჩის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; კლდიაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ძნელაძის ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ირ. აბაშიძის ქუჩის №8 და №17-თან არსებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ი.პეტრიწის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლერმონტოვის ქუჩის №2 (№34 ბაგა-ბაღის უკან) საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ყაუხჩიშვილის ქუჩის მე-3 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; მუსხელიშვილის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლომთათიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ლორთქიფანიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სალდაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რაზმაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ერისთავის მე-2 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ასათიანის 1-ლი შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, კლდიაშვილის მე-6 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ოცხელის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ბელინსკის ქუჩის მე-10 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ქეთევან წამებულის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, თაბუკაშვილის ქუჩის მე-8 და მე-10 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 შესახვევის 1-ლი და მე-2 მონაკვეთის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, აღმაშენებლის გამზირის №9, 11, 13-ის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; მე- 16 სკოლის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ზოგიერთ ობიექტზე წყალმზომების მრიცხველების მოწყობის ხარჯები 136,5 ათასი ლარი; მათ შორის: ბერი თედორეს ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევი, იაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევი, კიკვიძის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, ძნელაძის ქუჩა; ღვარსადენის ქსელის მოწყობა - 1016,7 ათასი ლარი, მათ შორის: კიკვიძის ქუჩის ღვარსადენის ქსელის მოწყობა, ხარებავას ქუჩის დასახლებაში ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; სულხან-საბას გამზირზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; შარტავას ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; განათლების ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; მე-5 ბაგა–ბაღის ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; წერეთლისა და ფოთის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სანიაღვრე კვანძის მოწესრიგება; ლომონოსოვის ქუჩის მეორე ჩიხში ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის ნიაღვარსადენის (ხახანაშვილის ქუჩიდან უზნაძის ქუჩამდე) გაწმენდა-აღდგენა; ავტომშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლის მისასვლელთან (შერვაშიძის ქუჩა) არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; გუგუნავას ქუჩის დასახლების ღია ნიაღვარსადენი არხების მოწესრიგება; ყოფილი აბრეშუმის კომბინატის ეზოში გამავალი ნიაღვარსადენის ნაწილის გაწმენდა-აღდგენა; ლერმონტოვის ქუჩის №7 სახლთან ტროტუარის გასწვრივ, ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; ერევნის ქუჩის მეორე შესახვევის ნაწილის (ტყაბლაძის ქუჩიდან) ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; გაპონოვის ქუჩის პირველ შესახვევში (100 გრძ.მ) ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; ლესელიძის ქუჩის მეხუთე შესახვევის ნიაღვარსადენის ნაწილი მონაკვეთის აღდგენა-რეკონსტრუქცია; ლესელიძის ქუჩის ღია ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა-რეკონსტრუქცია №143 სახლიდან №157-მდე №6 საგზაომდე; დია ჩიანელის ქუჩაზე არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა; გაპონოვის ქუჩის მეოთხე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის შეცვლა; გუმათჰესის დასახლებაში არსებული ღია არხების გაწმენდა, სამი ახალი ობიექტის მოწყობა; თბილისის ქუჩის მეორე ჩიხში გამავალი ნიაღვარსადენი არხის გაწმენდა- აღდგენა; ახალგაზრდობის გამზირის მერვე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; პეტრიწის ქუჩის ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა №14-18; მცირე მასშტაბის სამუშაოები (ჩანჩიბაძის, თავისუფლების, კლდიაშვილის, თამარ მეფის ქუჩებისა და შანიძის აღმართის, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო); მარჯანიშვილის ქუჩის ღვარსადენის აღდგენა; ყაზბეგის V ჩიხის №15 სახლის ეზოში მდებარე ღვარსადენის მიმართულების შეცვლა; ნიკეას ქუჩაზე ე.წ. სამხედრო დასახლებაში ახალი ღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე №250 სახლთან ღვარსადენის მოწყობა; ნეკრასოვის ქუჩაზე ახალი სანიაღვრეს მოწყობა; ტყაბლაძის ქუჩაზე არსებული ღია არხის კაპიტალურად გაწმენდა; მესხიშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; სხირტლაძის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; რაზმაძის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ყაზბეგის ქუჩის მე-3 ჩიხში ღვარსადენის მოწყობა; გუმათის დასახლებაში ღია ღვარსადენი არხის კაპიტალური გაწმენდა ტერიტორიული ორგანოს შენობის უკან; მოსაშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; დავით და კონსტანტინეს ქუჩის №1დან მ. ასლანიკაშვილის ქუჩის 48-მდე ღია არხის დახურვა; ცენტრალურ მოედანზე „TBC“ ბანკის მხარეს ღვარსადენის მოწყობა; ყაზბეგის ქუჩაზე №5 და №7 სახლებთან ღვარსადენის მოწყობა; გუგუნავას ქუჩის №12-ში (საქართველოს გაერთიანებულ წყალთან) ღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის II ჩიხში არსებული ღია არხის გაწმენდა და გადახურვა; პაოლო იაშვილის ქუჩაზე ნაზარაშვილის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე ღვარსადენის მოწყობა; კერვალიშვილის ქუჩის №13-თან ღვარსადენის მოწყობა; ფიროსმანის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ნიუპორტის ქუჩის პირველ შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; ახალგაზრდობის გამზირის №1 და №17 სახლებს შორის ღვარსადენის მოწყობა; თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერსიტეტის კუთხიდან, შანიძის აღმართზე ღვარსადენის მილების გამოცვლა; ცენტრალური მოედნიდან ყოფილი სასტუმრო „ქუთაისის“ კუთხემდე ღვარსადენის მოწყობა; დეპოს ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ბალანჩივაძის ქუჩის II შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; მე-4 ბაგა–ბაღთან ღვარსადენის მოწყობა; დ. კაკაბაძის სახლ-მუზეუმთან და ირგვლივ მდებარე ბინებში ღვარსადენის მოწყობა.“ „ზ. პროგრამა „კორპუსი“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ზ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო–კომუნალური მეურნეობისა და ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურები ზ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2348,9 ათასი ლარი. ზ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ახალი ლიფტების მონტაჟი და საჭიროების შემთხვევაში, არსებულის რეაბილიტაცია, კორპუსების ფასადების გაუმჯობესება და ეზოების კეთილმოწყობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამა „კორპუსის“ ეფექტურად განხორციელებისათვის მიზანშეწონილია საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში აყვანილ იქნეს კოორდინატორის 60 ერთეული, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით, პროგრამის მოქმედების ვადით, ხელშეკრულების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, ნიშნავს ქალაქის მერი. ზ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 556,1 ათასი ლარი – ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაციისათვის, თანადაფინანსებით 90%–10%–ზე (90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა); 100,0 ათასი ლარის გადასახური მასალა ბიკროსტი მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის; 1056,6 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლებზე მაღალი სახლებისათვის თანადაფინანსებით 80%–20%–ზე, 80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; ხუთსართულიანი და დაბალი საცხოვრებელი სახლებისათვის 90%–10%–ზე, 90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა; 125,8 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა თანადაფინანსებით 90%–10%–ზე (90% მერია, 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა); 100,0 ათასი ლარი – საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კეთილმოწყობა თანადაფინანსებით 80%–20%–ზე (80% მერია, 20% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა); 41,1 ლარი – ქალაქ ქუთაისში ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობისათვის. 40,0 ათასი ლარი – საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისათვის; 94.9 ათასი ლარი – ნაგავშემკრები ე.წ. „ბუნკერების“ გასაუქმებლად და გალვანიზირებული ფოლადის ფურცლისაგან დამზადებული მოძრავი სანაგვე კონტეინერების შესაძენად, 4,0 ათასი ლარი – საწვავის შესაძენად. 65,0 ათასი ლარი – ხელფასის მთლიანი ხარჯი, 165,4 ათასი ლარი – ჭავჭავაძის გამზირზე მრავალსართულიანი ბინების რეაბილიტაცია.“ „თ.ა.“ ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. „ი.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური.“ „კ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ლ. ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 02) ლ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ლ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1081,5 ათასი ლარი. ლ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯოებესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, ასევე მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა. ლ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობის ხარჯები, ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები - 280,0 ათასი ლარი. კაპიტალური სამუშაოები: კერძოდ, ნინოშვილის ბაღის კეთილმოწყობა 600,0 ათასი; ხარაზოვის ბაღის კეთილმოწყობა - 128,5 ათასი ლარი; ხეების გადაბელვის ხარჯები - 73,0 ათასი ლარი.“ „მ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ნ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ო.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „პ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური.“ „ჟ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართისა და პრივატიზების სამსახური.“ „რ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ს.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური.“ „ტ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ფ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ „ქ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ |
13.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანება; ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.“ |
14.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ. შპს საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010“ (პროგრამული კოდი 05 01 02) გ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 426,7 ათასი ლარი გ.ბ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქუთაისის საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი–2010–ის“ ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია ქართული კალათბურთის პოპულარიზაცია; კალათბურთის პროფესიული გუნდის განვითარება, კლუბისათვის საჭირო და პერსპექტიული სპორტსმენების მოზიდვა, სავარჯიშო და სატურნირო ინვეტარის შეძენა; საკალათბურთო შეხვედრებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება. |
15.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური, ქალაქ ქუთაისის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური“. „ბ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური“. |
16.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი, „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი, „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი, „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტი, „თ“ ქვეპუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი, „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტი, „კ“ ქვეპუნქტის ,,კ.ა“ ქვეპუნქტი, „ლ“ ქვეპუნქტის „ლ.ა“ ქვეპუნქტი, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტი, „ნ“ ქვეპუნქტის „ნ.ა“ ქვეპუნქტი, „ო“ ქვეპუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტი და „პ“ ქვეპუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტი, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური.“ |
17.
დანართის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 25. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები