„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016161
32
12/07/2013
ვებგვერდი, 17/07/2013
010250020.35.148.016161
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

         გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2013 წლის 12 ივლისი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსმ, 11, 13/08/2010; 010250020.35.148.000229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახური.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებული იქნეს;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

,,16. ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გორის თვითმმართველი ერთეულის  ადმინისტრაციულ ფარგლებში   ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირება  თვითმმართველი ერთეულის, მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესების  სასარგებლოდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი