დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016141 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/07/2013 - 07/11/2014)
|
გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
|
მუხლი 1.
დადგენილების მიღების საფუძველი |
ამ დადგენილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის წესდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
მუხლი 2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა |
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
2. ატესტაციებისას მოხელეთა და კონკურსებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
მუხლი 3.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა მოხელისათვის. 3. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებების და ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს გამგეობის მოხელთა ყოველ თანამდებობას. 4. გამგეობის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები საშტატო ნუსხის მიხედვით განისაზღვრება ამ დადგენილების №2 დანართით. |
მუხლი 4.
. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები |
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები; |
მუხლი 5.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში |
1.გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი მაინც; ბ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობისათვის გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია საშუალო განათლება. |
მუხლი 6.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში |
გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. |
მუხლი 7.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში |
1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:
ა) მთავარი საჯარო თანამდებობის (გამგებელი, გამგებლის მოადგილე) დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი, წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ან სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მაინც. ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – (მუნიციპალური სამსახურის უფროსი) – უფროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება მაინც; გ) უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად (მუნიციპალური სამსახურის განყოფილების უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული) უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მაინც. 2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას. 3. მოხელეთა პროფესიული კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების დანართი №4-ით განსაზღვრულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალს“. |
მუხლი 8.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში |
1. გამგეობის მთავარი, წამყვანი და უფროსი თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) ელექტრონული საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები; ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. 2. გამგეობის უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმეტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები. |
მუხლი 9.
დადგენილების ძალაში შესვლა |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში
|
|
დანართი 2
|
გამგეობის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები საშტატო თანამდებობათა მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები