,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.169.016122
15
08/07/2013
ვებგვერდი, 11/07/2013
270070000.35.169.016122
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №15

2013 წლის  8 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

 

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების   მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №39 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ (დანართი 1) 1-ელი თავის მე-3 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება.“

2. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე-2 თავის მე-5 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი   შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე.“

3. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე - 3 თავის მე - 9 მუხლს დაემატოს მე - 11 პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე:    

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობა;

გ) საბანკო ანგარიში.“

4. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე - 3 თავის მე -  10 მუხლს დაემატოს მე - 13 პუნქტი   შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 13. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად.“

5. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე-4 თავის მე-12 მუხლის   მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი 6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9, მე-10  და მე-11 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

6. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების   2013 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“ დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების   მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“ თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი



დანართი
2013 წელს, დედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 

დასახელება

ბენეფიციართა

სავარაუდო

რაოდენობა

სოციალური დახმარების

 მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

 

170000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2

II.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი

16

250

4000

 

 

III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

 

263500

 

 

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

30

8 ლარი ყოველთვიურად

2880

პროგრამის შესაბამისად

 

ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

30

12 ლარი ყოველთვიურად

4320

პროგრამის შესაბამისად

 

გ) I ჯგუფის ინვალიდი

105

8 ლარი ყოველთვიურად

10080

პროგრამის შესაბამისად

 

დ) ინვალიდი ბავშვი

20

8 ლარი ყოვეთვიურად

1920

პროგრამის შესაბამისად

 

ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

50

8 ლარი ყოველთვიურად

4800

პროგრამის შესაბამისად

 

ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

15

12 ლარი ყოველთვიურად

2160

პროგრამის შესაბამისად

 

ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

36

8 ლარი ყოველთვიურად

3456

პროგრამის შესაბამისად

 

თ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

95

12 ლარი ყოველთვიურად

13680

პროგრამის შესაბამისად

 

ი)  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

100

300

40000

პროგრამის შესაბამისად

 

კ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება

 

 

3000

პროგრამის შესაბამისად

 

ლ) უპატრონო მიცვალებული

5

300

1500

პროგრამის შესაბამისად

 

მ) სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება)

 

 

 

55704

 

პროგრამის შესაბამისად

 

ნ) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

45

75 ლარამდე

40500

პროგრამის შესაბამისად

 

ო) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

 

 

73500

პროგრამის შესაბამისად

 

პ) ხანდაზმული მოქალაქე

5

200

1000

პროგრამის შესაბამისად

 

პ) 2012 წლის ვალდებულება

 

 

5000

პროგრამის შესაბამისად

 

სულ

 

 

437500