დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი თანხების ოდენობის განსაზღვრისა და გადარიცხვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016090 |
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დაფინანსების ოდენობები პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დანართი 1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული თანხების გადარიცხვის წესი დანართი 2 შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების განაწილება
|
|
დანართი 2
|
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხების გადარიცხვის
წ ე ს ი |
1.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში უნდა წარმოადგინონ წერილობითი მომართვა ანგარიშსწორების განხორციელების თაობაზე თანდართული საეთერო დროის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების ასლებით (ინვოისი, მიღება-ჩაბარება და სხვა). |
2.
ანგარიშსწორებას სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, დანართი 1 განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში. |
3.
ანგარიშსწორება სატელევიზიო რეკლამის მიმწოდებელთან იწყება 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის დანართი 1 განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ პრეზიდენტობის კანიდიდატის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები