დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის მორიგი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016088 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები და
გადაწყვეტილების მიღების წესი
|
1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შესაბამისი საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით.
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებამდე კომისიის წევრებს უფლება აქვთ სათითაოდ გაეცნონ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 3. კომისიის წევრებს ურიგდებათ ცხრილის სახით ამობეჭდილი (დანართი 1) კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა აგრეთვე მიეთითება, თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება. 4. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს, თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს და მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი კომისიის სხდომის მდივანს. 5. საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, შეაქვს სპეციალურ ცხრილში (დანართი 2) და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. 6. იმ შემთხვევაში თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, მისი ხელახალი არჩევა ხორციელდება იმავე წესით. დანართი 1 უბანი №
საარჩევნო კომისიის წევრი _______________ /______________/ ”___”_________ 201__ წ. (ხელმოწერა) (სახელი და გვარი) (თარიღი) დანართი 2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები