დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016086 |
19
08/07/2013
ვებგვერდი, 09/07/2013
010240020.15.008.016086
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული შემთხვევების გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება თუ:
ა) კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; ბ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში ერთდროულად მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები