"საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 03/108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03/108
05/07/2013
ვებგვერდი, 09/07/2013
"საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
"საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 03/108

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 62-ე მუხლებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების დანართში უკანონოდ ასახული „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს” დანართიდან ამოღების მიზნით, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნს ცნობილი საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27.04.2006 წ., №9; ნაწ. IV; გვ.49) დანართის რიგითი №2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

2. ამ ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (ბ. მაცაბერიძე) და სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ჩიხრაძე) უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წარსადგენი, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებაში ცვლილებისათვის საჭირო, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება 3 დღის ვადაში.

3. სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (ბ. მაცაბერიძე) დაევალოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 

4. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ჩიხრაძე) დაევალოს სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად კომპანია „RMG“-სა და სამინისტროს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება.

5. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესწავლა განხორციელდეს 2013 წლის 15 სექტემბრამდე. 

6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

მინისტრი                                                                        მირიანე ოდიშარია