„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017335
170
05/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
040030000.10.003.017335
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2013 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სა­­ქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სა­მე­თ­ვ­ალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N89, მუხლი 1014) შე­ტა­­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართ­ვე­ლოს მუ­­­­ნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შე­მა­დ­­გენლობით:

ბიძინა ივანიშვილი

–

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ნარმანია

–

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი კვირიკაშვილი

–

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ნოდარ ხადური

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მირიანე ოდიშარია

_

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

შალვა ფიფია

–

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კახა კალაძე

–

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

დავით დარახველიძე

–

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

თენგიზ შერგელაშვილი

–

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

შოთა მურღულია

–

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

არჩილ ცაბუტაშვილი

–

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი

დავით შავლიაშვილი

–

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ერეკლე ტრიპოლსკი

–

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ ტყემალაძე

–

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ონოფრიშვილი

–

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ეკატერინე გიგაური

–

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შე­მდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მართვის ერთი­ა­ნი ავტომატური საშუალებების გამოყენების გზითაც, რა დროსაც სამეთვა­ლყ­უ­­რეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან 24 საათში მიიღონ გადაწყვე­ტი­ლე­ბა (,,მომხრე“, ,,წინააღმდეგი“). სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მა­რ­თ­ვის ერთიანი ავტომატური საშუალების გამოყენების გზით მიიღოს გადა­წყ­ვე­ტი­ლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. თითეულ წე­ვ­რს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მო­ნა­წი­ლე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შე­მთ­ხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუ­ნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველ სხდომაზე, მათ შორის მართვის ერთიანი ავტომატური საშუა­ლე­ბის გზით გადაწყვეტილების მიღებისას  დგება ოქმი, რომელიც ასახავს გა­ნ­ხ­ილულ ყველა საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო სა­ბ­ჭოს თითოეულ  წევრს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი დამოუკიდებელი მო­სა­ზრება ოქმში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოა­დგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუ­­ფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუ­ნ­ქ­ტ­ის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შე­სა­ბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონ­დის თანამშრომლებს, ფონდის თანამშრომლებთან დებს შრომით ხელშეკრუ­ლე­ბებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;”.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მოსამზა­დე­ბელი სამუშაოების, შესაბამისი კვლევების, არქეოლოგიური სამუშაოების და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სხვა თანმდევი მო­მ­სახურების დაფინანსება.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი