დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016045 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/07/2013 - 13/11/2013)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნობის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №01-06/33 ბრძანება (გაზეთი „აჭარა“ №62, 23.127, 4-5.06.2009წ). |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
გამოყენების სფერო |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და არეგულირებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. |
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია |
მუხლი 2.
კომისიის საქმიანობის მიზანი |
კომისიის საქმიანობის მიზანია სამინისტროში: |
ა)
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევა; |
ბ)
დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება; |
გ)
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; |
დ)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
|
მუხლი 3.
კომისიის შემადგენლობა |
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. |
2.
კომისიის თავმჯდომარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) უფროსი. |
3.
კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. |
4.
თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. |
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. |
მუხლი 4.
კომისიის სამდივნო |
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში - სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი. |
| 2. სამდივნოს ევალება კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა, კომისიის სხდომების ოქმებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადება. |
3.
კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს ფუნქციონირებას. |
მუხლი 5.
კომისიის სხდომა |
1.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. |
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. |
4.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
თავი III
კონკურსი |
მუხლი 6.
კონკურსის გამოცხადება |
1.
კონკურსს სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სამინისტრო სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. |
2.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: |
ა)
სამინისტროსა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები; |
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები; |
გ)
შესასრულებელი სამუშაო; |
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; |
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; |
ვ)
შესაბამისი კომისიის მისამართი. |
3.
კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა. |
4.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. |
5.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. |
მუხლი 7.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა |
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. |
მუხლი 8.
კონკურსის ჩატარების პროცედურა |
1.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: |
ა)
წერითი დავალება; |
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება; |
გ)
გასაუბრება. |
2.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 9.
კონკურსის შედეგები |
1.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. |
2.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო მინისტრს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. |
3.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. |
თავი IV
ატესტაცია |
მუხლი 10.
ატესტაცია |
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. |
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე და 83-ე მუხლების საფუძველზე ამზადებს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი (პირი) და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. |
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. |
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. |
მუხლი 11.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა |
1.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (პირთან) წარადგენს დახასიათებას „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. |
2.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. |
3.
ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი (პირი). |
4.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. |
5.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით. |
6.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. |
7.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. |
8.
ატესტაციაზე მოხელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე. |
მუხლი 12.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება |
1.
ატესტაციის კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად. |
2.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. |
3.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: |
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; |
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; |
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); |
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. |
4.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. |
მუხლი 13.
ატესტაციის შედეგები |
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. |
3.
მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში. |
| 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში. |
თავი V
დავები კონკურსებთან და ატესტაციებთან დაკავშირებით |
მუხლი 14.
საპრეტენზიო კომისია |
1.
კონკურსის ან ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. |
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. |
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. |
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. |
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. |
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. |
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. |
9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის ან ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. |
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. |
მუხლი 15.
კონკურსისა ან ატესტაციის შედეგების გასაჩივრება |
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი VI კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება |
მუხლი 16.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები |
საკითხები, რომლებიც ამ დებულებით არ არის მოწესრიგებული, განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები