„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016283
1-1/175
04/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
040030000.22.024.016283
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/175

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110418035, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:   
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 660 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 990 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 1130 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 1260 ლარი;

იმავე დღეს - 1330 ლარი.

ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის  ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის  დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების  მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 460 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 660 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 780 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 840 ლარი;

იმავე დღეს - 910 ლარი.

გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 310 ლარი.“

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე კვალიფიკაციის  სერტიფიკატის  გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის "გ" ქვეპუნქტით:

მე-7 სამუშაო დღეს - 15 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 25 ლარი;

იმავე დღეს - 30 ლარი.“

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ინერტული აირების სისტემის გამოყენების, ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის, გემის მართვისა და მანევრირების, სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის, საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის, ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის:

მე-7 სამუშაო დღეს - 15 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 25 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 30 ლარი;

იმავე დღეს - 45 ლარი.

ლ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის  გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, დამხმარე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს - 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 310 ლარი.

მ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კტვ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 340 ლარი.

ნ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 750 კტვ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 180 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 210 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 280 ლარი;

იმავე დღეს - 330 ლარი.“

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე და სხვა ქვეყნის მოქალაქე პირზე მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით  დადგენილ ვადაში - 250 ლარი.

ტ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე და სხვა ქვეყნის მოქალაქე პირზე ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 160 ლარი.

უ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 370 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 420 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 480 ლარი;

იმავე დღეს - 490 ლარი.“

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - 95 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 160 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 280 ლარი;

იმავე დღეს - 330 ლარი.“

6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ და „ჰ7“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) 100 და მეტი რეგისტრული ტონის მქონე გემის ყოველ მოწმობაში ცვლილების შეტანა  გარდა ჰ8 პუქნტში აღნიშნული შემთხვევისა.

7) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემის ყოველ მოწმობაში ცვლილების შეტანა.
მე-10 სამუშაო დღეს - 15 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს - 25 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს - 35 ლარი;
24 საათის გასვლისთანავე - 45 ლარი;
იმავე დღეს - 50 ლარი.“

7. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „73“ და „74“ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„73. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „თ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „უ“ და „ყ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის 50%-ს, დამრგვალებულს ნაკლებობით ერთეულებამდე.

74. საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას, გათავისუფლებულია ყველა სახის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 50%-ს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი