დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.116.016148 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/07/2013 - 31/07/2013)
|
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 , 93-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე); ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე (უძრავ ძეგლებზე); გ) შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია: გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი); გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო); გ.გ) სასამართლო; გ.დ) პროკურატურა; დ) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე; ე) საგზაო ნიშნებზე. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე; ბ) იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომელშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე - მიწის ზევით არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე, ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობებიდან არა ნაკლებ ერთი მეტრის დაშორებით. დ) ყველა სხვა შენობა-ნაგებობასა და ობიექტზე, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით აკრძალული ადგილებისა, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. |
| მუხლი 3 |
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. |
| მუხლი 4 |
გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. |
| მუხლი 5 |
უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ის მოხელეები, რომლებსაც ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. |
| მუხლი 6 |
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
| მუხლი 7 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ივლისის №26 დადგენილება. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები