,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში” ცვლილების შეტანის შესახებ”

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში” ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 03/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016067
6
03/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
300280000.16.009.016067
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში” ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2013 წლის 3 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში” ცვლილების შეტანის შესახებ”

 


,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის   №8  დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის:

 ა )  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საწარმოსათვის კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი (WACC) სიდიდის დადგენა ასევე შესაძლებელია შედარებითი ანალიზის მეთოდით.”;

ბ) მე-16 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გარანტირებული სიმძლავრის საფასური  უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (შესაბამისი ელექტროენერგიის მწარმოებლის) მუდმივი (ფიქსირებული) ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან, მიმდინარე და კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებულ ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირების საფასურს, რომელიც იანგარიშება გარანტირებული სიმძლავრის საფასურით მისაღები შემოსავლიდან, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს, გადასახადებს და სხვა მუდმივ (ფიქსირებულ) ხარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე – კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს).”;

,,5. გარანტირებული სიმძლავრის საფასური  გაიანგარიშება ფორმულით:

სადაც    

 Q   − გარანტირებული სიმძლავრის საფასური (ლარი/დღე);

C მუდ −  მუდმივი ხარჯები (ლარი);

  −ამონაგები ძირითად აქტივებზე;

N− დღეების რაოდენობა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნის პერიოდზე  წლის

 განმავლობაში (საბაზისო განაკვეთი).

6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, რეგულირების საფასური, რომელიც იანგარიშება ელექტროენერგიის რეალიზაციით მისაღები შემოსავლიდან, ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული წესის შესაბამისად,  გარდა  გარანტირებული  სიმძლავრის  საფასურში  ასახული ხარჯებისა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრისერგო მესხი